საკვირაო ქადაგება

დიდგორის ომის გმირები გაიხსენეს და მათი სული მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს დღეს სამების საკათედრო ტაძარში. მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა.

ილია მეორემ 1121 წლის 12 აგვისტოს წარმატებაზე ისაუბრა. მისმა უწმინდესობამ ქადაგებისას საკუთარი თავის გამარჯვების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ჩვენ იმ დროს ვცხოვრობთ, როცა ადამიანმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. შენ თუ გაიმარჯვებ შენს თავზე, ყველგან გამარჯვებული იქნები. უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ბოროტებას იმ ნაკლს, რომელიც ჩვენშია, – განაცხადა ილია მეორემ.