საკვირაო ქადაგება სამებაში  

სამების ტაძარში დღეს საკვირაო წირვა მეუფე შიომ ჩაატარა.

მეუფემ ქადაგებისას წმინდა მამების სწავლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, შემთხვევითი არ არის. კორონავირუსი დამარცხდება თუ ღმერთთან ვიქნებით, – აცხადებენ სასულიერო პირები, რომლებიც განმარტავენ, რომ მრევლი პატრიარქის მითითებებს უნდა დაემორჩილოს და ყველაფერი კარგად იქნება.

აღსანიშნავია, რომ დღეს მრევლმა ზიარების შემდეგ ერჯერადი ჭიქები პირველად გამოიყენა.