საკვირაო ქადაგება სამებაში

18:11, 03.05.2026

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურება ჩატარდა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღდგომიდან მეოთხე კვირა მიულოცა. მან მორწმუნეებს ამ დღის მნიშვნელობა შეახსენა და განკურნების უდიდეს სასწაულზე ისაუბრა, როდესაც იესო ქრისტემ „საბანელთან მდებარე განრღვეული ადამიანი განკურნა“. ქადაგების ბოლოს მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობის ტრადიცია გაიხსენა და ისურვა, რომ ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდეს.

მსგავსი