საკვირაო ქადაგება სამებაში
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღდგომიდან მესამე, მენელსაცხებლე დედათა კვირასა და ჯვართაღმართებას აღნიშნავს. ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ მან შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და ქალის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ქალებს ეკუთვნით.