დიდმარხვის მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანისცემის დღეს ყვავილებით შემკულ ჯვარს ტაძრების შუაში დააბრძანებენ. სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. მეუფე შიომ ჯვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.