საკვირაო ქადაგება სამებაში
საკვირაო მსახურების შემდეგ, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამებაში შეკრებილებს ტრადიციულად ქადაგებით მიმართა. მეუფემ სულიერი სიმდიდრის მოხვეჭის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადამიანი არა მატერიალურად, არამედ ღმერთში უნდა მდიდრდებოდეს. მეუფე შიო დღეს მრევლს სახარებიდან წაკითხულ იგავზეც ესაუბრა.