საკვირაო ქადაგება

სუიციდსა და მშობლების მიერ ახალგაზრდების სათანადო აღზრდაზე ისაუბრა დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, რომ შვილებს ასწავლონ და გააფრთხილონ, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს. პატრიარქი აცხადებს, რომ მოძღვართან  საუბარი და აღსარება ადამიანებს ეშმაკის განდევნაში ეხმარება.

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების შემდეგ სამღვდელოება დალოცა.

ილია მეორე – შვილებს უნდა ასწავლოთ, გააფრთხილოთ, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს