საკვირაო ქადაგება

საკვირაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დღეს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო უძღვებოდა.  მსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, მან მრევლს წმინდა ათონელი ბერების ხსენების დღე მიულოცა, იმ ადამიანების, რომლებმაც საერო ცხოვრებაზე უარი თქვეს.

მეუფემ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ათასობით წმინდანი ჰყავს, ეს კი ქვეყნისა და მრევლისთვის დიდი ძალა და საყრდენია.