საკვირაო ქადაგება

„ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელშიც დღეს იმყოფება. უწმინდესმა წარსულის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა მაგალითი წინაპრებისგან უნდა აიღონ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახალი ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ შეიქმნება.