საკვირაო ლიტურგია ბოდბის მონასტერში

„მსოფლიო დიდ განსაცდელშია, თუმცა მწუხარება სიხარულით შეიცვლება“, – ამის შესახებ პატრიარქმა ბოდბეში განაცხადა, სადაც  საკვირაო ლიტურგია ილია მეორემ, ბოდბელ ეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან ერთად, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩაატარა. საგანგებო მდგომარეობის გამო მიღებული წესების შესაბამისად, ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. მრევლი მონასტრის ეზოში, ერთმანეთისგან დისტაციის დაშორებით იდგა და წირვას სპეციალურად დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდა.