საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი

სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად, სურსათის უვნებლობის თემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. აღდგომის წინ, მაშინ როდესაც დახლებზე ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ხვდება, რისკები იზრდება. შესაბამისად განსკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, პროდუქციის შენახვის, ეტიკეტირების, დახლზე განთავსების და სხვა მნიშვნელოვან წესებს. იმისთვის, რომ დახლიდან სუფრაზე მოხვედრილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არ იყოს, სურსათის ეროვნული სააგენტო   კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმზე გადადის. უწყებაში მომხმარებლის განსაკუთრებულ როლზეც ამახვილებენ ყურადღებას და საჭირო რეკომენდაციების ჩამონათვალს ავრცელებენ.