საკურორტო ზონებში ტაქსების ლიცენზირება გავრცელდება

ტაქსების ლიცენზირება კურორტებზეც გავრცელდება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ ალავიძის თქმით, აღნიშნული რეგულაცია თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს. თუმცა, პირველ ეტაპზე ეს მხოლოდ საკურორტო ზონებს შეეხება. როდიდან იგეგმება ტაქსების ლიცენზირების შემოღება, ზუსტ თარიღს მინისტრი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.