საკურორტო სეზონის გახსნის ღონისძიება ბათუმში

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. გასულ წელთან შედარებით, რეგიონში ტურისტების რაოდენობა უკვე 20 პროცენტით არის გაზრდილი. ამ სტატისტიკას სასტუმროების დატვირთვა და ავიარეისების რაოდენობაც ადასტურებს. 2025 წლის აპრილში, ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები 2024 წელთან შედარებით 30 პროცენტით არის გაზრდილი.

რა მოლოდინები აქვთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში და როგორ ემზადება საზღვაო ქალაქი სეზონის გახსნისთვის – მერაბ წულუკიძე პირდაპირ ეთერში ბათუმიდან #მოამბე