საკურორტო სეზონი და ინფექციების გაზრდილი რისკი
სეზონური ინფექციების გახშირების გამო ექიმები მოქალაქეებს აფრთხილებენ.
ბოლო პერიოდში კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა იმატა, რაც სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის ფონზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ართულებს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საკურორტო ზონებში. ტემპერატურის მატებასთან ერთად გამოწვევაა სურსათის შენახვის პირობების დარღვევა, რაც განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საფრთხის შემცველი. კურორტებზე ინტოქსიკაციის სიმპტომებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ მომატებულია წითელა-წითურა-ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევებიც.