„საკურას ყვავილობის დღეები“ 
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება. ღონისძიება, რომელსაც უკვე ხუთწლიანი ისტორია აქვს, იაპონური ჩაის ცერემონიალით გაიხსნა, რომელსაც ტოკიოდან მოწვეული ოსტატი წარუძღვა. მისულ დამთვალიერებელს ადგილზე დახვდება იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ეწყობა სხვადასხვა სახის მასტერკლასი, ასევე გამოფენილია ანიმეები და იაპონური ლიტერატურა. ფესტივალი თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება და ხვალ დასრულდება.