საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულების საქმე – გამოხმაურება
აქციაზე დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორებში რჩებიან.
შსს-ს ინფორმაციით, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა 10 პირი დააკავეს. თავდაპირველად დააკავეს აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც ხელში ბანერი ეკავა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიმართ უცენზურო სიტყვებით. საკრებულოსთან მალევე თოშხუას მხარდამჭერები შეუერთდნენ შეურაცხმყოფელი ბანერებით. პოლიციამ ისინიც დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გუშინდელი დაკავებები პოლიტიკური შეფასებების თემაა.