საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე.

დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი თბილისის მერიამ საკრებულოს 11 დეკემბერს გადაუგზავნა.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი გაზრდილია 60 მილიონი ლარით და მილიარდ ლარამდე აღწევს.

პროექტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სატრანსპორტო და ზოგადი ინფრასტრუქტურაა.

დეპუტატებმა კომისიის სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები დასკვნის სახით უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დასამტკიცებლად ხვალ საკრებულოს სხდომაზე გავა.