საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია თბილისში. კონფერენციის მონაწილეებმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერების გზები განიხილეს. მათ აღნიშნეს, რომ მუნიციპალური სერვისები მეტად უნდა იყოს მორგებული ქალების საჭიროებებზე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორებიცაა სკოლამდელი განათლებისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესება, პროფესიული განათლებისა და გადამზადების განვითარება და ქალების ხელშეწყობა შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევაში.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრმა ქალებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ განიხილეს ქვეყნის რეგიონებში არსებული ეკონომიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობები და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები.