საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გახდა

 თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერმა ვიცე-მერის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა წარადგინა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ახალი თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, დეპუტატებმა თანხმობა თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის დანიშვნასაც მისცეს.