საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა 2025-2026-ს წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს. უმრავლესობის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში განხილულ საკითხებზე. როგორც თავად აღნიშნეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განათლებისა და სპორტის ხელმისაწვდომობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რადგან ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.