საკრებულოს სხდომა სენაკში

სენაკის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო, ისევ გადაიდო. დღევანდელი სხდომა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე ჩაინიშნა. სხდომას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ 13 წევრი ესწრებოდა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯერჯერობით თავმჯდომარე არ ჰყავს არჩეული. სულ 33 წევრია, აქედან 16 „ქართული ოცნება“, 13 ენმ და ოთხი „გახარია –  საქართველოსთვის“. თუმცა გახარიას პარტიის ერთი წევრის უფლებამოსილება საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია და, შესაბამისად, ოპოზიცია 16 წევრითაა წარმოდგენილი. მომდევნო სხდომა 31 იანვარს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით არის ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი