საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულომ მერიას სესხის აღებაზე თანხმობა მისცა.

გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეც-ტრანსფერი თბილისის ბიუჯეტში გადმოირიცხება, მერია დროს არ დაკარგავს და აღებული თანხით აქტიურად დაიწყებს  ინფრასტრუქტურული პროექტების განხირციელებას. ხმალაძის განცხადებით, საუბარია 62 მილიონიან საკრედიტო ხაზზე, ხოლო შემდგომ ამ ვალის გასტუმრება მოხდება სპეც  ტრანსფერით. ვიცე მერის ინფორმაციით, ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეც ტრანსფერი, 105 მლ ლარი ქალაქის ბიუჯეტში დაახლოებით 2-3 თვეში ჩაირიცხება.

დღესვე, საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებს შორის მცირე კამათი მოჰყვა სამგორის რაიონში ტერიტორიისთვის ზონალური სტატუსის შეცვლის საკითხს.