საკრებულოს შუალედური არჩევნები - როგორია მონაცემები 15 საათისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ლაგოდეხში, სადაც 4 229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 15 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1767 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, რაც თითქმის 42 პროცენტს შეადგენს.

ადიგენში 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41.6 პროცენტია, მარტვილში კი 35.5 პროცენტი.

ორ მუნიციპალიტეტში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს კანდიდატი წარდგენილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში კი ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის უწევს.