საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მთავარი საკითხი, დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები იქნება

ერთი საათი რჩება საკრებულოში რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე. მთავარი საკითხი, ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობებია. საკრებულოს წევრებმა ახალი საქალაქო სამსახურის დებულება უნდა დაამტკიცონ.

შეკრებილები ასევე იმსჯელებენ ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურული პროექტის საკითხზე. სულ დაგეგმილია 25 მიმართულების  განხილვა. დღევანდელ სხდომაზე  თბილისის საკრებულოს წევრს, თემურ გორგაძეს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუჩერდება.