საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ფოთში

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჩაჩუა თანამდებობიდან გადააყენეს. პოსტზე სამსონ კუტალია აირჩიეს. ოპოზიციის შეფასებით, ჩაჩუა, ეკა ბესელიას გუნდის წევრია და თანამდებობიდან მისი გადაყენება სწორედ ამ ფაქტით იყო განპირობებული. თავად ჩაჩუა სხდომას არ დასწრებია. საკრებულოს დღევანდელი სხდომა მედიისთვის დახურული იყო,  მიზეზად, საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, კორონავირუსის პრევენცია დაასახელა. სხდომაზე სულ სამი საკითხი განიხილეს. საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ და დეპუტატებმა, მედიასთან კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.