საკრებულოს რეგლამენტის განახლების პროცესი 

18:20, 15.03.2026

საქართველოში საკრებულოს რეგლამენტის განახლების პროცესი დაიწყო. პირველი სამუშაო შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის 14-ი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებმა და აპარატის ხელმძღვანელებმა ტიპური რეგლამენტის პროექტი განიხილეს და საჭირო რეკომენდაციებზე იმსჯელეს. ინიციატივას თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორობით ახორციელებს.

მსგავსი