საკრებულოს რეგლამენტის განახლების პროცესი

12:28, 29.03.2026

საკრებულოს რეგლამენტის განახლების პროცესი გრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა წყალტუბოში, რომელშიც რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის 16 მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებმა და აპარატის ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებმა განიხილეს ტიპური რეგლამენტის პროექტი და იმსჯელეს მის გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკრებულოების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.

მსგავსი