საკრებულოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომა

მცირე ხმაური იყო საკრებულოს გაერთიანებული კომისიის სხდომაზე. მცირე სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის დასაწყისში საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას მოჰყვა, რის შემდეგაც მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ხაბეიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებმა ძალადობის დაგმობა ვერ შეძლეს და დამლაგებლებისთვის დღეში რვა ლარის გადახდა უმძიმესი ფაქტია. გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ხაბეიშვილს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დოხტურიშვილმა უპასუხა და წინა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაახსენა.

გაერთიანებული კომისიების სხდომას საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდა. გიორგი ტყემალაძე ყველა მხარეს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ და ნორმალურ სამუშაო რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომას, სადაც სხვა თემებთან ერთად, კომპანია „სვეტით“ დაზარალებული 2 000 ოჯახის ბინით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს, ოპოზიცია არ ესწრებოდა.