საკრებულოს გადაწყვეტილება

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 6 ქუჩას, 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკითხზე საჯარო განხილვა გაიმართა. მას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, „9 აპრილის საზოგადოების“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვსივე საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პროცესი გაგრძელდება და თბილისში 9 აპრილს დაღუპული 21-ივე გმირი მოქალაქის სახელობის ქუჩა იარსებებს.