საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომა

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარი ფაქტი, 100 ახალი ავტობუსის შეძენის ხარჯები და ტაქსების ლიცენზირება, – ეს არის საკითხები, რომლებზეც საკრებულოს ფრაქცია ევროპული საქართველოს სხდომაზე იმსჯელეს.

ოპოზიციურმა პარტიამ საკრებულოში პასუხების მისაღებად მერის მოადგილე მაია ბითაძე და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დაიბარა.

მეტროსადგურ ვარკეთილის  შემთხვევაზე მერის მოადგილემ განმარტა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, პასუხისმგებელი პირების მიმართ უმკაცრესი რეაგირება იქნება. რაც შეეხება ტაქსების ლიცენზირებას, მაია ბითაძის ინფორმაციით, რეფორმა სამ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე ტაქსები აღირიცხება და ამ მიზნით ავტორიზაციის გავლა მოუწევს ბიზნესში ჩართულ ყველა პირს. მერიაში განმარტავენ, რომ რეფორმის მიზანი, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაა, თუმცა, ევროპული საქართველოსთვის მიუღებელია ის ხედვა, რა ფორმითაც მერია ტაქსების ლიცენზირებას გეგმავს.