საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება  

რაც შეეხება ჯიშკარიანის უფლებამოსილების შეჩერებას საკრებულოში, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებს, – ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საკრებულოს დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი არეგულირებს, სადეპუტატო საქმიანობის შეწყვეტა კი გამამტყუნებელი განაჩენის პირობებში ან  პირადი განცხადების საფუძველზეა შესაძლებელი.