საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა

მეექვსე მოწვევის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. თბილისის 10 გამგებელი, საქალაქო სამსახურების 12 ხელმღვანელი და მერის 4 მოადგილე არჩეულია.

მმართველი გუნდის, საკრებულოს 40 დეპუტატს გადაწყვეტილების მიღება ოპონენტების ჩართულობის გარეშე მოუწია. “ევროპულ საქართველოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი დარბაზი დატოვა.

დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმომადგენლობით ორგანოს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

დატოვე კომენტარი