ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩაიარა დედაქალაქის საკრებულოს სხდომამ, სადაც თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა ქალაქის მერს რეჟიმის წარმომადგენელი უწოდეს და ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვამდე, კახა კალაძემ საკრებულოს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რადიკალური ჯგუფების, „მესამე სექტორის“ და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული უწოდა. როგორც თბილისი მერმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არ დაუშვებს. რაც შეეხება ფინანსურ დოკუმენტს, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლისას 200 მილიონით აღემატება. პრიორიტეტად კი სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები სახელდება.