საკრებულო თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

საკრებულო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. განხილვას ესწრება ოპოზიცია.

უმცირესობა კახა კალაძის მთავრობის მიერ გადამუშავებულ დოკუმენტს იწუნებს. დეპუტატების განცხადებით შეცვლილი პროექტი არაფრით განსხვავდება საკრებულოში დავით ნარმანიას მიერ წარდგენილი დოკუმენტისგან. არ არის შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები, სამაგიეროდ მცირდება სოციალური პროგრამების დაფინანსება.

მმართველი გუნდის წევრები ოპონენტების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებებს სრულად ასახავს.