საკოორდინაციო შტაბის სხდომა კახეთში

18:25, 13.09.2025

კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ იბარებს. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან ერთ კილოგრამ ყურძენს ერთ ლარად დღეიდან იღებს. გუშინ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, პირველადი მონაცემებით, 150 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

მსგავსი