საკოორდინაციო საბჭოს სხდომა - ვაქცინაციის პროცესი

საქართველო კომპანია „ფაიზერის“ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინის 200 ათას დოზას მიიღებს. ინფორმაცია დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. საბჭოზე განხილვის ერთ-ერთი თემა ვაქცინაციის დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  „კოვაქს პლატფორმიდან“ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინას მიწვდიან. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მზადება. საქართველო ამ ეტაპზე ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანას არ განიხილავს.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების რიცხვი შედარებით შემცირდა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 19 ათასზე მეტი ტესტის ფონზე გამოვლინდა 1 618 ახალი კოვიდპაციენტი. სტატისტიკურად ეს ინფიცირების რვა-პროცენტიანი მაჩვენებელს ნიშნავს.  ეს მაჩვენებელი ინტენსიური გავრცელების დაწყების შემდეგ პირველად ჩამოსცდა 10  პროცენტს.

დატოვე კომენტარი