საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა. აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. საბჭოს წევრებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ, ანგარიში მოისმინეს. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, პრიორიტეტები და სამომავლო პროექტები. გარდა ამისა, სამინისტროების წარმომადგენლებმა უწყებებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაერო-ს დანაშაულისა და სამართლის კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის წარმომადგენლები.