შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. განიხილეს სახელმწიფო უწყებების მიერ აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ასევე, იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების სტრატეგიისა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და სამუშაო ჯგუფების განახლების საკითხზე. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის, ფინანსთა, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები.