საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

ბოლო ორი თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გასულ დღე-ღამეში. გარდაიცვალა 46 პაციენტი. „ომიკრონის“ შტამი ქვეყანაში უკვე აქტიურად ცირკულირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი გაცილებით სწრაფად და მარტივად ვრცელდება. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდეს, განსაკუთრებით კი სამთო კურორტებზე მყოფ პირებს სადაც ბევრი შემთხვევა გამოვლინდა.