საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

რეკორდულად მომატებულია კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გასულ დღე-ღამეში. გარდაიცვალა 22 პაციენტი. ასეთი მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი მხოლოდ ერთეულ ქვეყნებში ფიქსირდება ქვეყნის მასშტაბით. განიკურნა 678 პაციენტი. რეკორდულად მაღალია დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 4,02%. სულ აცრილია – 257 974 ადამიანი.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულებულია. რა განცხადებები გაკეთდა – თამუნა ნადარეიშვილი გაგვაცნობს.

მოამბე