საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 775 პაციენტი. ჩატარდა 29 734 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ მომატებულია – 3,67 პროცენტია. სპეციალისტები მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მოამბე