საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

იმუნიზაციის აუცილებლობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ 25 მარტიდან აცრა უკვე შეეძლებათ 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებსაც. აღინიშნა, რომ ბოლო დღეებში ეპიდსიტუაცია გაუარესდა, გაიზარდა ახალი კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელიც. შესაბამისად, რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება.

ჯანდაცვის მინისტრი „ატრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. ის საჩხერის კლინიკაში იმყოფება.

მოამბე