საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა. სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას ინარჩუნებს. ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის მზაობისა და ტესტირების პროცესის კუთხით არსებულ ვითარებაზეც. საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.