საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  დღევანდელ სხდომაზე. მას კორონავირუსით ინფიცირების გამო, პრემიერი დისტანციურ რეჟიმში ხელმძღვანელობდა. აღინიშნა, რომ დღეიდან სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც; ასევე რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან მუნიციპალური საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე,  ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა გაგრძელდება.