საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

პრემიერის განცხადებით, საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად და სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიას. გიორგი გახარიას განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა, ასევე ის რომ არ გახდეს საჭირო შეზღუდვების დაწესება და პანდემიის პირობებში ჩატარდეს ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50 %-ით გაეზრდებათ.

კიდევ რა განცხადებები გაკეთდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ანა ბროლაძე გვეტყვის.