საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს. განცხადება ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო კვირის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულებს აჭარბებს. გარდა ამისა, ხუთ შემთხვევაში წყარო ისევ დაუდგენელია. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება გარდაბანშია, თუმცა მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, ასევე გადაწყდა, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ. სეზონურად დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის კი ალტერნატიული სამუშაო ადგილები გამოიძებნება.

სალომე ქოქიაშვილი უფრო ვრცლად მოგვიყვება იმ განცხადებების შესახებ, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა.