საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

ექვსი ივლისიდან საგამოფენო საქმიანობა, სასტუმროებში ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დაშვებული იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. რაც შეეხება ფიტნეს-ცენტრებსა და აუზებს, ამ ეტაპზე მათ გახსნაზე საუბარი არ ყოფილა.

საუბარი შეეხო საჰაერო სივრცის გახსნასაც. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჩარტერული რეისები იმ ინტენსივობით იქნება, რომ კომფორტული იყოს, როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. დღესვე განმარტება გაკეთდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა შემთხვევაში აქვთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება, ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად.

ანა ბროლაძე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დეტალებით.

დატოვე კომენტარი