საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

ავტომობილში სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებაზე, ტაქსების გარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე, ხვალიდან, 23 მაისიდან შევა ძალაში.

შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლასა და რესტორნების ადგილზე მომსახურებაზე. ამ დროისთვის არ იხსნება სავაჭრო მოლები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები – გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შესაბამისად, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რეკომენდაციების გათვალისწინება იქნება აუცილებელი.

გიორგი გახარია ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

დატოვე კომენტარი