საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება - გამოხმაურება

ამ წუთებში „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. ობიექტებზე დასაქმებულები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ბაზრობები არ გაიხსნება. შეკრებილები სხვა სავაჭრო ობიექტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ.