საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების ნახტომისებური მატების მიუხედავად, მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

მეორე ტალღას ქვეყანა საკარანტინო რეჟიმის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, პირბადით, სოციალური დისტანცირებით და ჰიგიენის დაცვით უნდა ებრძოლოს. დაავადებულის კონტაქტების სწრაფად გამოვლენა, ტესტირების გარეშე იზოლაციაში ან კარანტინში გადასვლა და ტესტის ჩატარება მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში – ასეთია ვირუსის გავრცელების შემაკავებელი სახელმწიფო პროტოკოლი. პრევენციული ზომების დასაცავად მკაცრდება მოწოდებები სამუშაო დაწესებულებების მისამართით.